"ქართველ ხალხთან ვდგავართ... მოვუწოდებთ მთავრობას, EU-სკენ გზა პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელოს" | ო'ბრაიენი

გამოქვეყნდა:

"ქართველ ხალხთან ვდგავართ... მოვუწოდებთ მთავრობას, EU-სკენ გზა პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელოს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი X-ზე წერს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

"როგორც მე დღეს ანი ჩხიკვაძეს ["ამერიკის ხმის" ჟურნალისტი] ვუთხარი, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობით გააგრძელოს", - წერს ო'ბრაიენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი