"არა რუსულ კანონს!" "სად მივდივართ? ევროპაში" - ახალგაზრდები საპროტესტო მსვლელობით ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მსვლელობის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის გაწვევაა. ისინი ევროკავშირს კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას და საქართველოს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდიან.