"არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს" - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდები, რომლებიც ყოველ საღამოს, 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისკენ მსვლელობით რუსულ კანონს აპროტესტებენ.
დღეს შსს-მ გაავრცელა მუქარისშემცველი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი გააგრძელებენ "ხელოვნურად" მოძრაობის შეფერხებას, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ შსს-ს მუქარის არ ეშინიათ და პროტესტს გააგრძელებენ, მათ შორის, დღესაც შეიკრიბებიან საღამოს 7 საათიდან.