ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. გლდანის მერვე დაწესებულებასთან ლაზარეს დედა, ბაბუა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. მარტის აქციების მონაწილე პრეზიდენტმა შეიწყალა

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 12 აპრილს, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა იმავე საღამოს განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ, მოსამართლემ 14 დღიანი ვადა ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად.

დღეს კი ადვოკატებმა განაჩენის დასაბუთებული ნაწილი მიიღეს და რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს, რის შემდეგაc, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი