მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა | გრიგორიადისი

გამოქვეყნდა:

განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს მიჩვეული ხარ საქართველოში ეგეთ რაღაცებს - ამბობს ერთწლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლების პირველი პირების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომლებსაც ისინი მისი მისამართით აკეთებდნენ.

გრიგორიადისმა განაცხადა, რომ მისი ბრალდება პოლიტიკური იყო და განხორციელდა ზეწოლაც - "ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა" - ამბობს ლაზარე. მისი თქმით, პოლიტიზირებული სასამართლოდან გამომდინარე, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა 9 წლიანი პატიმრობის მისჯა.

მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე გაუჭირდა. 

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი