ყოველი მეხუთე მოქალაქე საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელია | "საგამოძიებო ბიუროს" კვლევა

გამოქვეყნდა:

ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგებულია- ამის შესახებ “საგამოძიებო ბიუროს” კვლევაშია ნათქვამი.

საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე, საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელია. 

გაურკვეველი და ხშირად დუბლირებულია სახელმწიფო სექტორებში დასაქმებულთა  ფუნქცია - მოვალეობებიც.  ექსპერტების თქმით მუნიციპალურ ააიპებში დასაქმებულთა ხელოვნურად ზრდა ქართული ოცნების საარჩევნო სამზადისს უკავშირდება.

"ამ ადამიანებზე ზეწოლის მექანიზმებს იყენებენ როგორც არჩევნებზე, ისე ხალხის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და იმ სურათის დასადგმელად, რასაც ჩვენ ვიხილავთ სავარაუდოდ 29 აპრილს, როდესაც ზუსტად ის ხალხი ზეწოლით, დაშინებით, სამსახურის დაკარგვის შიშით ჩამოვა თბილისში" ამბობს კვლევის ავტორი ლევან თარხნიშვილი. 

 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი