ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა | მცირეწლოვანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი  გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც TV25-ს  საავადმყოფოში უთხრეს, ბავშვი შეყვანის დროს უკვე დაღუპული იყო.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი