არა რუსულ კანონს! - ახალგაზრდული პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილი, ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან იკრიბება.
სტუდენტები დღესაც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია აქციაზე ყოფნა და მოუწოდებენ საზოგადოებას, ყველამ ერთად გააპროტესტონ რუსული კანონი, რომლის გაწვევასაც "ქართული ოცნება" ჯერ არ აპირებს. თუმცა ახალგაზრდები უკან დახევას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მთავრობას მაინც მოუწევს კანონის გაწვევა.
ახალგაზრდებს მსვლელობა ამ დროისთვის არ დაუანონსებიათ. სავარაუდოდ, მათი გეგმები ცოტა ხანში მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც აქციაზე ხალხი შეიკრიბება.
აქციას ლაზარე გრიგორიადისი და მისი მეგობრებიც შეუერთდნენ, რომლებიც რუსთველის გამზირზე "მთავარი არხიდან" მსვლელობით მივიდნენ.