ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნა

გამოქვეყნდა:

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა. გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს, შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება

"დღეს აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს, 89 ხიდი 97-დან უკვე აშენებულია, 50 გვირაბი უკვე გაჭრილია 51-დან, დღეს 9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მზად არის გასახსნელად, გზა რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა რომლითაც საქართველო შევა ევროპაში", -  თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების ცნობით, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი და შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.

პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი