ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა არხში, რომლითაც ნიქოზის მოსახლეობა ბაღებს რწყავს, კანალიზაცია ჩაუშვა

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას კვლავ პრობლემებს უქმნის - ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სალთვისის არხში, რომელსაც მოსახლეობა სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და ბაღების მოსარწყავად იყენებს, კანალიზაცია ჩაუშვა. ამ ფაქტმა განსაკუთრებით მძიმე პრობლემა გამოიწვია ნიქოზში, სადაც ადგილობრივები გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

"მთავარი არხი" ესაუბრა სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ მელანაშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ არსებული ვითარების შესახებ ხელისუფლება საქმის კურსშია.

"დაყენებული გვაქვს აღნიშნული საკითხი, ერგნეთის შეხვედრაზეც დადგება ეს საკითხი, იქნებ რამენაირად მოახერხონ რომ გადავკეტოთ. უკიდურეს მდგომარეობაში რომ ჩავვარდით, მოვახერხეთ, რომ ზემდგომებთან შეთანხმებით, ჩავრთეთ სარწყავი არხი, რომ მოვახერხოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარება და ჩამოვრეცხოთ ეს არხი, რათა რამე დაავადება არ შემოვიტანოთ სოფელში. შესაძლებელია, რომ მათ ეს წყალი აქ არ გამოუშვან. წინა წლებში ასეთი მასშტაბით არ მოედინებოდა," - ამბობს მელანაშვილი.

ცნობისთვის, ერგნეთის მორიგი შეხვედრა მაისშია ჩანიშნული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი