თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, ახლადდაგებული ასფალტი წყალმა წაიღო. წყალში გადაყრილი აღმოჩნდა 15 მილიონი ლარიც, რომელიც თბილისის მერიამ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე დახარჯა. კახა კალაძის დაშვებული შეცდომების საკუთარი ძალებით გამოსწორება ახლა ადგილობრივებს უწევთ.
პრობლემის მოგვარება მუშების ათკაციანმა ჯგუფმა სცადა, თუმცა, უშედეგოდ.
ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული კომპანია "ბლექ სი გრუპის" წარმომადგენლებმა რამდენიმე საათინი ლოდინის შემდეგ „მთავარი არხის“ კითხვებს არ უპასუხეს. დაქირავებული მუშები კი, რომლებიც ჩავარდნილი პროექტის განახალებას ცდილობდენ, დღეს "მთავარის" კამერის გამოჩენისთანავე მიმალნენ.
მერიაში კი გზის უხარისხოდ რეაბილიტაციას გამორიცხავენ.