"ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას!" | ქართველი ემიგრანტების აქცია ფრაიბურგში

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, ფრაიბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები, მმართველ პარტიას მოუწოდებენ, რომ უპირობოდ გაიწვიოს რუსული კანონი. 

"ჩვენ ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას! მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპირობოდ გაიწვიოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ხელი შეუწყოს  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას!" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების შემდეგ, მისი საწინააღმდეგო აქცია მსოფლიოს არაერთ ქალაქში გაიმართა.

🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი