თსუ-სა და ილიაუნის სტუდენტები, ხვალ, 18:00 საათზე, მსვლელობას გამართავენ

გამოქვეყნდა:

სტუდენტების ცნობით, ხვალ, 30 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას გამართავენ.

არსებული ინფორმაციით, თსუ-ს სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან სხვა სტუდენტებს შეუერთდებიან.

"30 აპრილს, 19:00 საათზე სტუდენტები კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან და მარშით შევუერთდებით მთავარ აქციას პარლამენტის შენობის წინ.

29 აპრილს მმართველი პარტია კონტრაქციას უწყობს საქართველოს მოქალაქეებს და ძალის დემონსტრირებას ცდილობს, ხოლო 30 აპრილს შესაძლოა დაიწყოს რუსული კანონის მეორე მოსმენა" - წერს სტუდენტები ევროპული მომავლისთვის 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი