"ევროკომისია მოსამართლეების ქონების შესწავლას ითხოვს, თუმცა მოსამართლეები დეკლარაციების შესწავლას ეწინააღმდეგებიან" | ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ევროკომისია მოსამართლეების ქონების შესწავლას ითხოვს, თუმცა მოსამართლეები დეკლარაციების შესწავლას ეწინააღმდეგებიან.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია სასამართლოს ყოვლისმომცველ და ეფექტურ რეფორმას შეეხება, თუმცა მსგავსი რეფორმა არ გატარებულა.

"მოსამართლეთა დეკლარაციებს ფლანგვის დეტექტორი წლებია სწავლობს და აშკარაა, რომ რიგ შემთხვევებში დეკლარაციები არასრულყოფილადაა შევსებული.

მაგალითად, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე საცხოვრებელი უძრავი ქონების შესაძენად დახარჯული თანხის წარმომავლობას სათანადოდ ვერ ასაბუთებს.

 მსგავსად საეჭვო ვითარებაა მოსამართლე შალვა თადუმაძის მეუღლის მიერ $90,000-იანი კომერციული ფართის შეძენასთან დაკავშირებით.

 ანტიკორუფციულ ბიუროს წელს 300 თანამდებობის პირის დეკლარაციები უნდა შეესწავლა, რომელთა შორის მოსამართლეებიც იყვნენ.
 თუმცა სასამართლომ 4 მოსამართლის - ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენირაძის - მოთხოვნით მათი დეკლარაციების შემოწმება შეაჩერა, რაც კორუფციის ეჭვებს უფრო აღრმავებს.  

 ე.წ. რუსული კანონის მიღებით სასამართლოს გამჭვრივალობისთვის მომუშავე ორგანიზაციები შეიზღუდებიან, რაც სასამართლოებისა და სხვა ორგანოების ანგარიშვალდებულების პრობლემას გააუარესებს" - წერს ორგაზნიაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი