არა რუსულ კანონს | ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას მართავენ

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს - ამ დევიზით  ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია - მსვლელობას მართავენ. ახალგაზრდები ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. 

სტუდენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის, მათთვის მიუღებელია.  სტუდენტებმა მარში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მოაწყვეს და ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დასრულდება, სადაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეების პროტესტი დღესაც გაგრძელდება. 
 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი