მე მივმართე უკიდურეს ზომას, ვიშიმშილებ, სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან | ზაზა სარალიძე

გამოქვეყნდა:

2017 წელს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, რუსთაველის გამზირზე განაცხადა. სარალიძე გუშინ, ოცნების გამართულ რუსულ მარშსაც გამოეხმაურა:  

"გუშინ მე ვიყავი აქ აქციაზე, მთავარის გამოსვლის დროს, ბიძინას გამოსვლის დროს მოვედი. მე რასაც შევხედე, ეს ხალხი არის სუყველა გადასარჩენი, გუშინ ვინც იყო აქციაზე , ეს ხალხი არის ჩვენი გადასარჩენი, მე მივმართე უკიდურეს ზომას, უნდა ვიშიმშილო სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან. გუშინდლიდან დავიწყე ეს პროცესი და სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან და ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს აყვანილი და არ უნდა იყოს დაჩაგრულ არავინ, არც ქალი არც კაცი, არც ორიენტაციაშეცვლილი,  თუ ეს გაინტერესებთ ჩემო ქართველებო, არავინ არ უნდა იყოს, ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას ქომაგი. ყველა ავადმყოფის, ყველა ჯანმრთელის, ყველა პოლიციელის, ყველა ექიმის, მითუმეტეს თავისუფალი სიტყვის, რომელსაც ემსახურება დღევანდელი ე.წ. ენჯეოსექტორი და თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რომ არ ყოფილიყო დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ და სამართალი ვერ იქნებოდა აღსრულებული. დღეს სარალიძის ბრძოლა მაინც გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით რომელსაც ეწოდება ადამიანის უფლებათა ცენტრი და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, თუ აქედან ცოცხალი წავედი " ამბობს ზაზა სარალიძე.

სარალიძემ მამუკა მდინარაძეს მიმართა:

"მე აქ ზაზა სარალიძე ვდგავარ იმ იდეისთვის, რომელსაც ქვია ჩემი შვილი, ჩემი შვილის ევროპული მომავალი და მისი თანატოლებს მომავალი, მე ამ იდეს შევწირავ თავს, ჩამოდი დამიდექი გვერდში, შენ იდეას შენც შეწირე თავი თუ მაგარი ხარ..." 

ეს მთავრობა არის მოსაშორებელი, ამათ უნდათ პირდაპირ დამონება. გუშინ, პირდაპირ თქვა ბიძინა ივანიშვილმა - ყველას დაგიკაკუნებთ კარებზე. მოდი დამიკაკუნე თუ მაგარი ხარ" - თქვა სარალიძემ პირდაპირ ეთერში.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი