სპეცრაზმელების ძალადობის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ

გამოქვეყნდა:

აქციის დაშავებულ მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. სპეცრაზმელების გაშვებული წიწაკის სპრეითა და ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ადგილზე არასაკმარისი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია. დაშავებულებს შორისაა, ენმ-ის დეპუტატი ანი წითლიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის უკან  ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბია. ჯერ მათი მისამართით გაფრთხილების გარეშე წიწაკის სპრეი გაუშვა, შემდეგ კი ცემაზე გადავიდა, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი