შსს არაპროპორციულ ზომებს იყენებს, აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები | GDI

გამოქვეყნდა:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს:

"30 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება არაპროპორციული ზომების გამოყენება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

მედიასაშუალებების მიერ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს წარმომადგენლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გავრცელებული ვიდეოებიდან ასევე აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით!
დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;
დაუყოვნებლივ  მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს;

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

უზრუნველყოს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების სავარაუდო თვითნებური დაკავებებისა და დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება!" აცხადებს GDI

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი