მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ფონზე, ჯანდაცვა აცხადებს, რომ ჰოსპიტალიზებულია 3 სამართალდამცველი

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ რუსთაველის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება და აცხადებს, რომ ამ დროისთვის, სამი სამართალდამცველია ჰოსპიტალიზებული:

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია." აცხადებს მიხეილ სარჯველაძის სამინისტრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი