"ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!" | მეუფე ზენონის მიმართვა 

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!", - ასე მიმართა მეუფე ზენონმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. მან თქვა, რომ აქციაზე ზურაბ იარაჯულის სახელით, როგორც მოქალაქე, ისე მივიდა. 

"ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მითუმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს... 

თუ ჩვენ არ ვიქნებით, არც სამშობლო არ იქნება. თუ მომავალი თაობა არ იქნება, არც სამშობლო არ იქნება. 

 

მოწოდება არის ის რომ - ჩვენი, თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა, ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით - ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!", - ამბობს მეუფე ზენონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი