PSP: დღეს თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ გავცემთ

გამოქვეყნდა:

ფარმაცევტული კომპანია 𝐏𝐒𝐏 აცხადებს, რომ დღეს, პირველ მაისს, თბილისის აფთიაქებში მომხმარებლები ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებენ. ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება.

"მხოლოდ დღეს ! თბილისის 𝐏𝐒𝐏 აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებ. 𝟏 მომხმარებელზე გაიცემა 𝟏 ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და 𝟑 ცალი პირბადე," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს "ოცნების" ხელისუფლებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები გამოიყენა.

დღეს კი "ოცნება" რუსული კანონის განხილვას მეორე მოსმენით აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი