რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, "ოცნების" წევრები პარლამენტს სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტს გაძლიერებული დაცვის ფონზე, სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ. აქციის მონაწილეები "ოცნების" დეპუტატების მისამართით სკანდირებენ: "მონებო", "რუსებო".

პარალელურად, სპეცრაზმს პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელები აქვს დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" რუსული კანონი მეორე მოსმენით, ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი