პარლამენტთან აქციაზე დარბევის შედეგად, "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, ცოტნე კობერიძე დაშავდა - ინფორმაციას კობერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მას დაზიანებების მუცლისა და ხელის არეში, რეზინის ტყვიებით აქვს მიყენებული.
"გაზმა რომ ფეხები მომჭამა ტყვია მესროლეს" - წერს ცოტნე კობერიძე
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე სპეცრაზმი რეზინის ტყვიებსაც იყენებს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსაც იყენებენ.