საიას განახლებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, გელა ნადირაძე ამჟამად არის სახლში და მიყენებული დაზიანებების შედეგად წოლით რეჟიმშია.
"2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე." ნათქვამია საიას ინფორმაციაში
გელა ნადირაძეს ოჯახი თითქმის 24 საათის განმავლობაში ეძებდა. რამდენიმე საათის წინ, ახლობელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის იპოვეს და საავადმყოფოში იმყოფებოდა.
თუმცა მოგვიანებით, როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საავადმყოფომ ნადირაძის ოჯახს ტელეფონით განუცხადა, რომ დაზარალებული პოლიციამ გადაიყვანა, ხოლო ადგილზე მისულებს უთხრეს, რომ კლინიკიდან გაწერეს და პოლიციას არ წაუყვანია.