გმირთა მოედანზე, ვარაზის ხევის მიმდებარედ, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - არა რუსულ კანონს!
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს. თავდაპირველად პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.