"მონა, ლაქია" | ქუთაისის მერი შეძახილების ფონზე გააცილეს

გამოქვეყნდა:

მონა, ლაქია – ამ შეძახილების ფონზე და სამართალდამცველების დახმარებით დატოვა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მესხიშვილის თეატრი,სადაც გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა.

თეატრთან სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა სურდათ.

ქუთაისელმა მაღალჩინოსნებმა კორიდორში არ გაიარეს, პერიმეტრი კი ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილების დახმარებით დატოვეს.
“სამარცხვინო, მონა, ლაქია, უსირცხვილო” – ასე მიმართავდნენ ქუთაისელები ქალაქის მერს, რომელიც რუსული კანონპროექტის დაკანონების მომხრეა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი