"სამი მანქანა იყო, გადმოვიდნენ და გაგვისწორდნენ სასტიკად, ფეხებით შეგვდგნენ ყველას" | აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

"სამი მანქანა იყო, გადმოვიდნენ და გაგვისწორდნენ სასტიკად, ფეხებით შეგვდგნენ ყველას", -ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებს რამდენიმე ნიღბიანი პირი დაესხა თავს. როგორც ერთ-ერთი დაშავებული "მთავარ არხთან" ამბობს, დაახლოებით 15-მდე პირი, მათ თავს სწორედ მაშინ დაესხა, როდესაც ტელეფონზე საუბრობდა.

"სამი მანქანა იყო მოსული, სავსე გადმოვიდნენ და გამისწორდნენ სასტიკად... ფეხებით შეგვდგნენ ყველას... ტელეფონზე ვლაპარაკობდი, რომ ატყდა ჩოჩქოლი... 10-15 მოჭიდავე თუ, არ ვიცი... ყველა იყო ნავარჯიშები... ერთი ბიჭი სასწრაფოს მანქანაში ასვენია, კინაღამ მოკლეს...", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი