"ოჯახს შეუვარდნენ მანქანაში, მამა ჩატენეს ავტომობილში და დაუწყეს ცემა..." | თვითმხილველები მომხდარი დაპირისპირების შესახებ

გამოქვეყნდა:

ფიზიკური ანგარიშსწორება აქციის მონაწილეებზე - სასტუმრო King David-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე თვითმხილველები "მთავარ არხთან" საუბრობენ. ამბობენ, რომ მათ იმდენად სერიოზული დაზიანებები აქვთ, რომ რამდენიმე მათგანს კბილები აქვს მოტეხილი, სავარაუდოდ, ფიქსირდება ტვინის შერყევაც. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე სპორტული აღნაგობის პირი "ოჯახს შეუვარდნა მანქანაში, მამა ჩატენეს ავტომობილში და დაუწყეს ცემა...". მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, "რატის ბარის" და ბარ "სახელოსნოს" თანამშრომლები არიან. 

"ქალი იყო, ბავშვი იყო, კაცი იყო, არ აქვს მნიშვნელობა, აი ასე, უბრალოდ მოდიოდნენ, ჩაგარტყამდნენ და მირბოდნენ. საერთოდ არაფერს ამბობდნენ, გადმოვიდნენ სცემეს ხალხს და შევარდნენ თავიანთ მანქანებში და წავიდნენ", - ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი