ევაკუაცია შსს-ში - ოფიციალური მიზეზი უცნობია

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ძალოვან უწყებაში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა.

თანამშრომლების ევაკუაციის ოფიციალური მიზეზი შსს-ს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. პრესსამსახურში ამბობენ, რომ უწყების შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.

ამ დროისთვის, შსს-ს შენობაში მიმოსვლა აღდგენილია და თანამშრომლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი