მიუნხენში, ვენაში, პრაღასა და კოპენჰაგენში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

მიუნხენში, ვენაში, პრაღასა და კოპენჰაგენში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ისინი მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი. ამბობენ, რომ მოსახლეობას უნდა ევროპაში და არა რუსეთში, შესაბამისად, მათ ხალხის ნება უნდა გაითვალისწინონ. 

"არა რუსულ კანონს", "გაიტანეთ ან გაგიტანთ", - ეწერა აქციის მონაწილეების ტრანსფარანტებზე პრაღაში.

ვენაში, საქართველოს საელჩოსთან ჩატარებული აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ რამდენჯერაც საელჩოს შენობასთან აქცია გამართეს, იმდენჯერ ელჩი შენობიდან ისე "გაიპარა", რომ ქართველ ემიგრანტებთან არც კი გასულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი