ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ორი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს ს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო.