სპორტსმენების პროტესტით გაბრაზებული ხელისუფლება | ფეხბურთელების, მორაგბეების, კალათბურთელების მხარდაჭერა ხალხს

გამოქვეყნდა:

"ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა" -  საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის ამ გზავნილმა, კიდევ ერთხელ ამოატრიალა ოცნების პროპაგანდა.  ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ბუდუს შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით გმობდნენ რუსული კანონის მიღების მცდელობას და სპეცრაზმელების ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე, ქალებსა და ბავშვებზე. მათ ვინც საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვეს და ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს,  მოუწოდებენ ოლიგარქის მთავრობას რომ გაიწვიოს რუსული კანონი.  ფეხბურთელების შემდეგ იყო მორაგბეების აფეთქება- "დუმილი დანაშაულია, გაიწვიეთ რუსული კანონი, არა ძალადობას, არა მონობას" -  ასე ეხმაურებოდნენ ოცნების გადაწყვეტილებას მორაგბეები. ამით მათ მათივე ფედერაციის პრეზიდენტს, ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრს, სოსო ტყემალაძეს უპასუხეს, რომელმაც  მორაგბეებს მოუწოდა თავიანთი საქმე აკეთონ და განცხადებებს  ნუ გააკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი