დარბევის ქრონოლოგია | რა მეთოდებით იცავს ივანიშვილის რეჟიმი რუსულ კანონს

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა უწყვეტი პროტესტია, მაგრამ ამ კვირას გამოარჩევს ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფისა და ოცნების სპეცრაზმის აგრესია და ძალადობა. 30 აპრილიდან შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლა არაპროპორციული ძალით  დაიწყო. ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ე.წ.  წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - სახელმწიფომ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი არაერთხელ დაარღვია, რადგან სპეცრაზმი ისე იწყებდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშლას, რომ  ხშირ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილება საერთოდ არ ხდებოდა. როგორც დაზარალებულები ყვებიან, როდესაც ე.წ. რობოკოპების ფარების იქით შეითრევდნენ მოქალაქეს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წიხლებით დგებოდნენ. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი