"ემოციურად რთულია, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ და შეკრებისთვის გამუნათებენ" | გმირთა მოედანზე დაკავებული აქტივისტი

გამოქვეყნდა:

გმირთა მოედანზე დაკავებული აქტივისტი ბექა გაბადაძე, 48 საათის ამოწურვის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ემოციურად რთული იყო, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ და თან შეკრებისთვის ამუნათებდნენ.

"გამათავისუფლეს უკანონო პატიმრობიდან. დამაკავეს 2 მაისს, გმირთა მოედანზე, დემონსტრაციაზე რომლითაც ჩვენს დემოკრატიას და ევროპულ არჩევანს ვიცავდით. ჩემთან ერთად დააკავეს შეყვარებული გოგო და ბიჭი. ასევე მამა-შვილი.

ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ემოციურად იყო რთული, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ და თან შეკრებისთვის გამუნათებენ. რთულია ამას უსმინო. მაგრამ ვარ შემართებით და მთელი გულით მჯერა, რომ არ გავრუსდებით. მივდივარ ფეხმოტეხილ დედასთან რომ ჩავეხუტო და მოვუარო. 83 დეპუტატს ვუსურვებ ისეთივე 48 საათს როგორიც ჩემს ოჯახს ჰქონდა," - წერს გაბადაძე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი