კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, 6 მაისს, 18:00 საათზე უნივერსიტეტის კიბეებიდან გმირთა მოედნისკენ მდუმარე მსვლელობა დააანონსეს.
"6 მაისს, 18:00 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად," - წერია განცხადებაში.