ბათუმში საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს | ახალგაზრდების მსვლელობა ზღვისპირა ქალაქში

გამოქვეყნდა:

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები არ წყდება ბათუმში. დღეს ახალგაზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით  გმირთ ხეივნისკენ დაიძრნენ. სტუდენტებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. ბათუმელი ახალგაზრდები რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ აქციების შეწყვეტას რეპრესიული კანონპროექტის გაწვევამდე არ აპირებენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი