ჰამბურგი, მიუნხენი, რომი, მილანი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი... | ემიგრანტები სამშობლოს ევროპული მომავლის დასაცავად

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონს აპროტესტებენ ემიგრანტებიც. ქართული ოცნების ჩანაფიქრის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც. ჰამბურგი და მიუნხენი, რომი და მილანი, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი, ევროპის სხვა ქვეყნები და ქალაქები - ყველგან სადაც ქართველები მასობრივად ცხოვრობენ ფაქტობრივად ყოველდღიურად იმართება შეკრებები და საპროტესტო დემონსტრაციები. სამშობლოდან გადახვეწილი მოქალაქეების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა უკავშირდება იმ კანონის გაწვევას, რომელიც მათი რწმენით საქართველოს უკეტავს დასავლური ინტეგრაციის გზას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი