სამოქალაქო პროტესტი გრძელდება. რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩის აქციებს ახალგაზრდები არ შეწყვეტენ ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება. საზოგადოება ხელისუფლებისგან რუსული კანონის გაწვევას კვლავ კატეგორიულად მოითხოვს. დღეს სიმბოლურად პროტესტის მონაწილეები გმირთა მოედანზე ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სწორედ რუსეთის წინააღმდეგ ომებში დაღუპულთა პატივი და ღირსება არის ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც ახალგაზრდები არ აძლევენ უფლებას ქართული ოცნების ხელისუფლებს მიიღოს რუსული კანონი და ქვეყანა კვლავ რუსულ იმპერიაში დააბრუნოს. დღევანდელ აქციაზე მოხალისეები თვითორგანიზებით შეიკრიბებიან, ხვალიდან კი მოვლენების ეპიცენტრი კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.