მდინარე გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები | მერია

გამოქვეყნდა:

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. მერიის ცნობით, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები, ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

"ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222" - წერია მერიის განცხადებაში.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი