საბავშვო ბაღების ჩატებში, მასწავლებლებს, კალაძის პოსტის მოწონებასა და გაზიარებას ავალდებულებენ

გამოქვეყნდა:

"გთხოვთ გახსნათ ლინკი და დაალაიქოთ ან დააგულოთ", "კახი კალაძის პოსტზე დაალაიქეთ!" - თბილისის საბავშვო ბაღებში, მასწავლებლებს, თბილისის მერის, კახა კალაძის პოსტის მოწონებასა და გაზიარებას ავალდებულებს.

123-ე მწვანე ბაღის ჩატში თანამშრომლებს მოუწოდებენ პოსტის გახსნას და დაგულებას: "გოგონებო მოგესალმებით და გილოცავთ ყველაფერს ერთად. გთხოვთ გახსნათ ლინკი და დაალაიქოთ ან დააგულოთ." "...და რომ დაალაიქებთ, ჩაწერეთ აქ. 9 საათამდე ხათომ რაოდენობა უნდა გადასცეს".

ასევე 103-ე ბაღის ჩატში წერია: "ეხლა ჩამოვედი აუცილებელი სიტუაციის გამო. ყველა თანამშრომელს გთხოვთ და გააზიარეთ კახი კალაძის პოსტი. ძალიან ცოტაა გადაურეკეთ ერთმანეთს თუ შეგიძლიათ. კახი კალაძის პოსტზე დაალაიქეთ! კი ქართულ კანონს! იქ ითვლიან და ჩემ პოსტზეც. ყველა ბაღი ცალ-ცალკე ითვლება და გთხოვთ არ დაიზაროთ. ამ ექვსი აღმზრდელის მეტს ვერ ვხედავ."

იხილეთ ე.წ. "სქრინები" ბაღების ჩატებიდან:

[მასალა განახლებადია]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი