"კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა... ვეღარ მოვასწარი, დინებამ გაიყოლა" | ადიდებულმა კავთურამ, მამას შვილი თვალწინ გასტაცა

გამოქვეყნდა:

კავთისხევში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა. როგორც ირკვევა, ტრაგედიის თვითმხილველი დაკარგულის მამაა, რომელსაც შვილი ადიდებულმა მდინარემ თვალწინ გასტაცა:

"ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა" ამბობს დაკარგულის მამა.

ტრაგედია შიდა ქართლში გუშინ დატრიალდა. ადიდებულმა მდინარე კავთურამ ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულია ერთი ახალგაზრდა -ნიკა ონოფრიშვილი, რომლის ცხედარიც უკვე სახლშია გადასვენებული, ერთმა მდინარიდან ამოსვლა მოასწრო. ეძებენ მესამე ადამიანს - მიხეილ ონოფრიშვილს. დაღუპული და დაკარგული ბიძაშვილები არიან. 

სოფელში მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.  

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი