არა რუსულ კანონს! | 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

გამოქვეყნდა:

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდებიან უკვე დაანონსებულ აქციას ევროპის მოედანზე.

11 მაისს ექსპო ჯორჯიაში, ევროპის დღის აღანიშნავად სპეციალური ღონისძიება იმართება. 

"11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.
შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!
ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!

#არარუსულკანონს !
#კიევროპას !

19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.
#შინევროპისკენ
#არარუსეთს
#არარუსულრეჟიმს" - წერენ ორგანიზატორები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი