"2008 წელს გორი რუსეთის მიერ იბომბებოდა" | რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გორში

გამოქვეყნდა:

გორში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან იკრიბებიან. ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას "ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

გორში შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლება საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, მაშინ როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი ევროპაა. 

გორელები ამბობენ, რომ მათ ყველაზე დიდი მიზეზი აქვთ გააპროტესტონ კანონი, რადგან კარგად ახსოვთ 2008 წელი, როდესაც რუსეთი სწორედ მათ ქალაქს ბომბავდა. გორელები აპირებენ შეუერთდნენ თბილისში დაანონსებულ მასშტაბურ აქციას, რომელიც 11 მაისს იმართება. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი