ექიმის თქმით, გია ჯაფარიძისა და დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა | ისინი კლინიკაში რჩებიან

გამოქვეყნდა:

კლინიკის ექიმის განცხადებით, გია ჯაფარიძისა და დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა. ისინი დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩებიან.

"[ჯაფარიძის] ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ. უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე სტაბილურია მისი ზოგადი მდგომარეობა. ქალა-ტვინის ტრავმა არის, ნახეთქი ჭრილობა, თავის არეში, ძირითადად სახისა და თავის არეში. დღეს უტარდება კვლევები და სავარაუდოდ, დარჩება ჩვენთან მკურნალობის გაგრძელების მიზნით. [მდგომარეობა] სტაბილურია, მაგრამ საყურადღებოა ამ შემთხვევაში.

[...]

პაციენტს [ჩიქოვანს] ჩაუტარდა კვლევები, ინსტრუმენტარული კვლევები. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა საყურადღებო არის. პაციენტი დარჩება მკურნალობის გაგრძელების მიზნით ჩვენს კლინიკაში. დაზიანება არის სახისა და თავის არეში, მრავლობითი ექსკორიაციები. აქ არის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ექსკორიაციები მრავლობითი, ჭრილობები არ არის," - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. 
არსებული ინფორმაციით, სახლში მიუვარდნენ გიორგი ონიანს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი