შეტევა ბაიკერებზე - "მთავარს" აწვდიან ფოტომასალას სადაც ჩანს დაზიანებული მოტოციკლები. როგორც ბაიკერები პირად საუბრებში ყვებიან, მათ უზიანებენ სავარძლებს, უჭრიან სადენებს, მუხრუჭებსა და საბურავებს. გარდა ამისა, როდესაც გადაადგილებისას პატრული აჩერებს, საბუთების მოთხოვნის შემდეგ, ფოტოებს უღებენ და დამატებით შეკითხვებს უსვამენ აქციებში მონაწილეობაზე.
ბაიკერები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულია და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას უკავშირდება.
შეგახსენებთ, სწორედ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს დახვდნენ გასულ ღამეს სახლთან ზონდერები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.