შეისწავლეთ ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტები | მედიაომბუდსმენი საგამოძიებოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტებზე, მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს და საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები.

"მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნის და პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტები.

დღეს, 2024 წლის 09 მაისს შესაბამის უწყებებს შევატყობინეთ „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილის და ამავე ორგანიზაციის მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, „TOK TV“ დამფუძნებელის და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის ნათია კუპრაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ.

ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების დაშინების ტენდენცია უკიდურესად საშიშ ფორმებს იღებს. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ერთის მხრივ, ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, მეორეს მხრივ, ქმნის რისკებს ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი." - წერია განცხადებაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი