აქციების მონაწილე გიორგი ჯობავასა და მისი მეუღლის, სალი წვერავას მანქანა დააზიანეს

გამოქვეყნდა:

"გუშინ ღამით ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი," - ამის შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე სალი წვერავა სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ ეს ის მანქანაა, სადაც გიორგი ჯობავა და სალი წვერავა აქციის მონაწილეებს უფასო ყავასა და ჩაის სთავაზობდნენ.

"გუშინ ღამით ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი მოკლედ განადგურებულია მანქანა…

საქმე გადაცემულია პოლიციაში!
მანქანა გადაყვანილია პოლიციის ეზოში.

სახლ-მანქანაზე დამონტაჟებულია სათვალთვლო კამერები, რომლებსაც, 90%-ით დაფიქსირებული აქვს მომხდარი ფაქტი, ველოდებით ექსპერტიზას, რომ ამოიღოს მასალები.

მთელი გული, სული და რესურსი ჩავდეთ ამ სახლმანქანის გაკეთებაში, უდიდესი იმედი გვაქვს რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და დავიბრუნებთ ჩვენს სახლს! 🥺🙏

ძლივს მოვედი გონს სიტყვებს ვერ ვუყრი თავს უბრალოდ გაონგნებული ვარ!" - წერს სალი წვერავა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი