გორი, ქუთაისი, ბათუმი | დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ რეგიონებში აქციები გაიმართება

გამოქვეყნდა:

გორი, ბათუმი, ქუთაისში - დღეს, 10 მაისს, რუსული კანონის გასაპროტესტებლად რეგიონებში აქციები იმართება.

გორში მოქალაქეები 18:00 საათიდან საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მსვლელობას ლომჭაბუკის სკვერის მიმართულებით გამართავენ. აქციის ორგანიზატორები სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. "ჩვენ როდესაც ჩავდივარ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, რომლებსაც სამწუხაროდ, საზღვარს მოიხსენიებენ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სკოლის ფანჯრებიდან, ბაღის ფანჯრებიდან როგორ ყოველ წამს მავთულხლართებს აბამენ და ჩვენ მიწაზე დადიან რუსის ჯარისკაცები, როდესაც შენ ქალაქში ეს ხდება, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო ამ კანონპროექტზე", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ჩვენ როდესაც ჩავდივარ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, რომლებსაც სამწუხაროდ, საზღვარდ მოიხსენიებენ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სკოლის ფანჯრებიდან, ბაღის ფანჯრებიდან როგორ ყოველ წამს მავთულხლართებს აბამენ და ჩვენ მიწაზე დადიან რუსის ჯარისკაცები, როდესაც შენ ქალაქში ეს ხდება, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო ამ კანონპროექტზე", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რაც შეეხება ბათუმს -  აქციის მონაწილეები 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. ბათუმში, დედაქალაქის პარალელურად, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები ყოველდღიურად იმართება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ არ ეშინიათ და უკან დასახევი გზები მოჭრილია.

"დღეს, 7 საათზე, ევროპის მოედანზე კიდევ ერთხელ ვეტყვით კი-ს ევროპას და არა-ს რუსეთს, არა-ს ვეტყვით იმ ძალადობას, რაც ხდება თბილისში, არა-ს ვეტყვით იმ საშინელ ზარებს, რომლებითაც არასრულწლოვან ბავშვებსაც კი დილის 5 საათზე და 4 საათზე აღვიძებენ", - ამბობს აქტივისტი თემო ტარიელაძე.

ქუთაისში მოქალაქეები 18:00 საათზე დავით აღმაშენებლის მიმდებარედ შეიკრიბებიან, აქციის მონაწილეები მსვლელობით "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც აქცია მერიასთან გაგრძელდება.

"ის რაც ბოლო დღეებში ხდება ქვეყანაში ეს არის განგაშის სიგნალი, ეს არის ხელისუფლების მხრიდან იმის დემონსტრაცია, რომ მას არ უნდა კანონპროექტის უკან გაწვევა და უნდა მოქალაქეების შეშინება, ამიტომ ვთხოვ ქუთაისელ მოსახლეობას, არ შეშინდეთ, პირიქით, გაბრაზდით და გამოდით გარე", - ამბობს აქტივისტი, მიშიკო მუმლაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი