დამყვება "ტოიოტა ქემრის" ავტომანქანა; მეუბნებიან, რომ თუ არ გავჩერდები უარესს დამმართებენ, ურეკავენ ჩემი 8 წლის დისშვილსაც | აქტივისტი ამიკო ნატრიაშვილი

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტს ამიკო ნატრიაშვილს უცნობი პირები ურეკავენ, ემუქრებიან და უთვალთვალებენ - ამის შესახებ ნატრიაშვილმა, "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, "დღის სტუმარში" ისაუბრა:

"მეუბნებიან, რომ იციან ჩემი საცხოვრებელი ადგილი და თუ არ გავჩერდები, მეუბნებიან სხვადასხვა ადამიანების სახელებსა და გვარებს, ნახე მათ რა მოუვიდათ და შენ უფრო უარესს დაგმართებთო. მე არ მეშინია ამ მუქარების და პირიქით, უფრო მაძლევს ბრძოლის სურვილს იმიტომ, რო ვხედავ, ასეთი ავტორიტარი და ტერორისტი ხელისუფლება თავის ისტორიაში არ ჰყოლია და ისინი დამარცხდებიან ამ ბრძოლაში. 

ორი დღის მანძილზე კონკრეტული მანქანა დამყვება და არის როგორც ჩემს საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებში, სადაც მე გადავაადგილდები და ცდილობდნენ ჩემში და ჩემს ახლობლებში გააღვივონ შიში... "ტოიოტა ქემრის" მარკის ავტომობილია , რომლის ფოტოსურათიც მე ტელეფონში მაქვს, გადავუღე. დილით რომ გამოვდიოდი სახლთან იდგა, შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე გადავაადგილდებოდი და  იქ მისვლის დროსაც იქ იყო" ამბობს აქტივისტი და მანქანის სანომრე ნიშანს ასახელებს- SU 091 UU.

როგორც ირკვევა, დაუდგენელი პირები ურეკავენ ნატრიაშვილის 8 წლის დისშვილსაც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი