ვემიჯნებით ყველა იმ ნაბიჯს თუ კანონს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ისტორიულ არჩევანს | კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი

გამოქვეყნდა:

კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ მანიფესტს ავრცელებენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. მანიფესტში აღნიშნულია, რომ რუსული კანონის მიღება შემაფერხებელი იქნება როგორც კონსერვატორიის განვითარებისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის:

"წინამდებარე მანიფესტის შექმნა განპირობებულია საქართველოში აღმოცენებული პოლიტიკურ-სოციალური მღელვარებით, რომელიც გამოიწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვამ.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორია უკვე 100 წელზე მეტს ითვლის და ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი ევროპული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა, როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში.

კონსერვატორიის კურსდამთავრებულები  საქართველოსა და მთელ მსოფლიოში არაჩვეულებრივად წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ეროვნულ მუსიკალურ კულტურას, რომელიც ევროპული პროფესიული მუსიკის მიღწევებითაა გაჯერებული. კონსერვატორია აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებში, დაინერგა გაცვლითი პროგრამები ევროპულ სასწავლებლებში, ჩატარდა არაერთი ერთობლივი პროექტი ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით. მიგვაჩნია, რომ ხსენებული კანონის მიღება ჩვენი სასწავლებლის განვითარებისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, მეტად შემაფერხებელი იქნება.

აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონი აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რაც აშკარად დასტურდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებით. 

კონსერვატორიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და პროფესორებს გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო და ვემიჯნებით ყველა იმ ნაბიჯს თუ კანონს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ისტორიულ არჩევანს." ნათქვამია მანიფესტში.

ხელმომწერები:

  1. თორნიკე ქარჩხაძე
  2. თეა ბახტაძე
  3. თორნიკე მარგველაშვილი
  4. როლანდ შუღლიაშვილი
  5. საბა ფადიურაშვილი 
  6. სანდრო ტუღუში
  7. ელისაბედ კერესელიძე
  8. გიგი ადამაშვილი
  9. ლაშა კვარაცხელია
  10. ანნა ნიკოლოზიშვილი
  11. თამარი ქიზიყურაშვილი
  12. ბარბარე ქარდავა
  13. ელენე გოგოძე
  14. თამარ ჟვანია
  15. ნინო ჟვანია
  16. მარიამ სარჯველაძე
  17. ნინი ბანცაძე
  18. ლაშა ხარხელაური
  19. რუსუდან ტყეშელაშვილი
  20. ლიკა ჯგერენაია
  21. ანა ხერხეულიძე
  22. არჩილ გიორგობიანი 
  23. გიორგი კობერიძე 
  24. რეზო კიკნაძე
  25. მარია ლისენკო
  26. სოფია ტორაძე
  27. მაია მეტრეველი
  28. ნინო ვეფხვაძე
  29. დავით შუღლიაშვილი
  30. ანა ქორქაშვილი
  31. ერეკლე გუჯეჯიანი
  32. ანასტასია მინაშვილი
  33. თეიმურაზ ელიავა
  34. ქეთევან ელიავა
  35. თამარ სურმავა
  36. ნინო გვეტაძე
  37. თამარ ბულია
  38. ქეთევან სეფაშვილი
  39. ეკატერინე ბუჩუკური
  40. ელენე კვანტალიანი
  41. ლიზა ნაჭყებია
  42. ქეთევან ალექსიშვილი
  43. ივერი კეკენაძე
  44. ნინო დინგაშვილი-გედაძე
  45. ანდრო გეჯაძე
  46. სანდრო ნებიერიძე
  47. თეონა მიქელაძე
  48. თამარ ფუტკარაძე-ლაშხი
  49. მაია სიგუა
  50. მარიკა ასათიანი
  51. მარინა ნადირაძე
  52. თამარ ებრალიძე
  53. ქეთევან ქართველიშვილი
  54. მალვინა ისმაილოვა
  55. ირაკლი მურჯიკნელი
  56. ოთარ შიშინაშვილი
  57. ნია ბარაბაძე 
  58. ქეთევან ბადრიძე
  59. ბარბარე გრიშაშვილი 
  60. ეკატერინე ჩუბინიძე
  61. ვახტანგ ჟორდანია
  62. დავით მაჭავარიანი
  63. ნინო მაჭავარიანი
  64. გიორგი მარდალეიშვილი
  65. ელენე მეგრელიშვილი
  66. თეონა ჯინჭველაძე 
  67. ელისაბედ ჩხეიძე
  68. დოდო დიასამიძე
  69. ნიკოლოზ რაჭველი
  70. ვახტანგ ჟორჟოლიანი
  71. ბაჩანა ბენდელიანი
  72. რუსუდან ასათიანი
  73. ოთარ კირაკოზაშვილი
  74. ბუკა ქორიძე 
  75. თათა რაზმაძე
  76. გიორგი სირბილაშვილი
  77. ქეთევან ჯადუგიშვილი 
  78. დალი ზირაქაშვილი
  79. რევაზ ხაინდრავა
  80. მარინე ჭანიშვილი
  81. თეონა ყელბერაშვილი
  82. ნანა შარიქაძე
  83. ანი ზაქარეიშვილი
  84. თეონა რუხაძე
  85. ალექსანდრე ჯულაყიძე
  86. ხათუნა ლოლაძე
  87. ანა რაზმაძე
  88. სოფიო მურუსიძე
  89. მარიამ ვარძელაშვილი 
  90. ქეთევან გუგუშვილი
  91. ნინო ჯავახიძე
  92. მირიან ხუხუნაიშვილი
  93. ნათია ბერაიაფ
  94. დაჩი თაქთაქიშვილი
  95. მარიამ უსანეთაშვილი
  96. სალომე ჯიქია
  97. ცოტნე მამაგეიშვილი
  98. ანი გიგაური
  99. მეგი ჩიხრაძე
  100. მაია ვირსალაძე
  101. თეკლა თაკალანძე 
  102. ქეთევან როინიშვილი
  103. პარმენ პაკო მიქაძე
  104. ელენე ტყეშელაშვილი
  105. ეკა ბოკუჩავა
  106. მარიამ ქამუშაძე
  107. მიხეილ ოთარაშვილი 
  108. თეიმურაზ ხარშილაძე
  109. ანა ქამუშაძე 
  110. ნატალია ულუმბელაშვილი 
  111. ელენე ვეფხვაძე
  112. საბინა სიმონია
  113. ლაშა მღებრიშვილი
  114. ანა ჟორჟოლიანი
  115. ნათია ნატროშვილი
  116. ნუნუ გაბუნია
  117. ვაჟა სიდამონიძე
  118. ნოდარ მდივანი
  119. ანა ქასრაშვილი
  120. ელენე ალადაშვილი 
  121. სალომე ქურდიანი
  122. თორნიკე ტაბატაძე
  123. სოფიო ქიმოსტელი
  124. ეკატერინე გაგნიძე
  125. თამარ უსენაშვილი
  126. ნინო ჯაჭვაძე
  127. რუსუდან საბაძე
  128. ანა მესხი
  129. ია სილაგავა
  130. მაგდა ჭიჭიაშვილი
  131. ნინო მაისურაძე
  132. ნინო გიგაური
  133. ირაკლი ჯაფარიძე
  134. ნიკოლოზ ჯაფარიძე
  135. თამარ საყვარელიძე-ბლექი
  136. ნანა გოლიაძე
     
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი